რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის 6 ავიაგამანადგურებელს გადასცემს

უკრაინის საჰაერო ძალების F-16  
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინა ნორვეგიისგან 6 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს უახლოეს მომავალში მიიღებს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს

უმეროვის თქმით, ნორვეგიის გადაწყვეტილება NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ნორვეგიის ტავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრემმა აცნობა. უმეროვმა ნორვეგიის მთავრობასა და ხალხს უკრაინის მიმართ მათი უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე მინისტრებმა ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები და უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილეს, მათ შორის, შორი დისტანციის იარაღი. 

"ცალკე დრო დაეთმო ავიაციის კომპონენტს, კერძოდ, ჩვენი [საჰაერო] შესაძლებლობების გაუმჯობესებას F-16 ავიაგამანადგურებლების დახმარებით", - წერს უმეროვი. 

ნორვეგიამ F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის ინიციატივა მიმდინარე წლის ივლისში წამოაყენა. ქვეყნის იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლები უკრაინას ამ წელსვე გადაეცემოდა. 

პირველი F-16-ები უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან ივლისში მიიღო. 

კომენტარები