ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები, რომლებიც კიევმა ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო, უკვე უკრაინაშია. ვიდეო, რომლებშიც საბრძოლო თვითმფრინავები ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
"მადლობელი ვარ, ბიჭებო, თქვენი, ვინც ამ თვითმფრინავების მართვა ისწავლეთ და ჩვენი სახელმწიფოსთვის მათი გამოყენება უკვე დაიწყეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს ამ შედეგისთვის. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც F-16-ით გვეხმარებიან და პირველ სახელმწიფოებს, რომლებმაც ჩვენი თხოვნა ისმინეს: დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს და ყველა ჩვენს პარტნიორს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას." – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო ძალებთან შეხვედრის დროს.
აქამდე The Economist-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ პირველი 10 ცალი F-16 მიიღო.
უკრაინა F-16-ებს უკვე რამდენიმე თვეა რაც ელოდება.





