რუსეთი

მოსკოვში ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილე დააკავეს

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილე, ალექსანდრა პეტროჩენკო
მოსკოვის სასამართლო

გამოცემა Медиазона-ს ინფორმაციით, მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილე, ალექსანდრ პეტროჩენკო დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია 16 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლოს პრეს სამსახურმა გამოაქვეყნა, თუმცა Telegram-ზე გავრცელებულ პოსტში ნახსენები არ იყო, რომელი მუხლით წარუდგინეს მას ბრალი.

სასამართლოს პოსტს თან ახლავს 30-წამიანი ვიდეო, რომელშიც დაკავებული პეტროჩენკო ჩანს, თუმცა ვიდეოდან საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევა ვერ ხერხდება.

კომენტარები