უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ნიუ-იორკში სამი უკრაინელი ომის ტყვე დახვრიტა.
აზოვისა და 49-ე ბატალიონის მებრძოლები აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებენ. დრონიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კლავენ რუსი სამხედროები სამ უკრაინელ ტყვეს, რომლებსაც იარაღი არ აქვთ და დანებებას ცდილობენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, მოგვიანებით აზოვის სპეციალური დანიშნულების მე-12 ბრიგადამ, 49-ე ბატალიონის მებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოკუპანტი, რომელმაც ზემოხსენებული ქმედება ჩაიდინა.
4 ოქტომბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა ბროლის ველზე 93 უკრაინელი ტყვე მოკლეს.
"ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია 93 მოკლულის შესახებ, რომლებიც ბრძოლის ველზე სიკვდილით დასაჯეს". – თქვა გენერალური პროკურატურის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელოუსოვმა.
მისი თქმით, მოკლულთა 80% სიკვდილით მიმდინარე წელს დასაჯეს. "სიტუაცია გაუარესდა 2023 წლის ნოემბერში" – აღნიშნავს ომის დეპარტამენტის მეთაური.





