რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ბაზარი დაბომბა, დაღუპულია 6 ადამიანი

ხერსონის ბაზარი
Pravda.ua

1 ოქტომბრის დილას რუსეთმა ხერსონის ბაზარზე საარტილერიო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.

"ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში მდებარე ბაზარზე იერიში მიიტანეს. დარტყმის ქვეშ მოექცა სავაჭრო დახლები, სადაც დილით ხერსონელები ვაჭრობდნენ". – წერს ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროდუკინი.

9:00 საათზე იერიში დაადასტურა პროკურატურამ. უწყების თქმით ბაზრის გარდა დაიბომბა ახლომდებარე გაჩერებაც.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები