27 სექტემბრის დილას რუსეთმა ოდესის ოლქში, ქალაქი იზმაილი დაბომბა. იერიშის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 11 ადამიანი.
"დილას მტერმა მასშტაბურ ტერორიზმს მიმართა. რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ იზმაილზე იერიში მიიტანა. დიდხანს მუშაობდა საჰაერო თავდაცვის ძალები.
სამწუხაროდ იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი: 2 ქალი და 1 კაცი. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი". – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ კიპერი.
იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ავტომობილები.
კიპერის თქმით, რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





