რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 66 დრონი და 4 რაკეტა გაანადგურა

Pravda.ua

26 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 66 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 რაკეტა გაანადგურა.

სულ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 78 დრონი და 6 რაკეტა გამოიყენა, აქედან 2 ამ დროისთვის უცნობი მოდიფიკაციის რაკეტა ოდესაში ჩამოვარდა, შედეგად დაიღუპა 62 წლის ქალი.

საჰაერო მიზნების განადგურებაში მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო ქვედანაყოფები, მობილური საბრძოლო ჯგუფები და რადიო ელექტრო ბრძოლის ძალები.

დრონებმა იერიში კიევზე მიიტანეს, შედეგად განადგურდა რამდენიმე ავტომობილი და დაშავდა ერთი ბავშვი.

მიკოლაევის ოლქში დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა ელექტრომომარაგების ბლოკი.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები