ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეების წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
დელეგატებიდან 44-მა მხარი დაუჭირა რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეების არდაშვებას, 21 წინააღმდეგი იყო ხოლო 27-მა თავი შეიკავა ხმის დაფიქსირებისგან.
FIDE-ს საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ოლიმპიურ კომიტეტთან განიხილოს რუსეთიდან და ბელარუსიდან მოჭადრაკეების კონკრეტული ჯგუფების, როგორიცაა შშმ პირებისა და 12-წლამდე ბავშვების საერთაშორისო ღონისძიებებზე დაბრუნების საკითხი.





