20 სექტემბერს რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დარტყმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი.
თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
"ისკანდერ მ-ის ტიპის რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა პორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ანტიგუას დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი.
დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ". - წერს კიპერი თავის ტელეგრამ გვერდზე.





