ისრაელის ომი ტერორიზმთან

ჰეზბოლას მაღალჩინოსანმა პირობა დადო, რომ თავდასხმებისთვის ისრაელზე შურს იძიებენ

ჰეზბოლას აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, ჰაშიმ საფი ალ-დინი
ANWAR AMRO / AFP

მას შემდეგ, რაც ბოლო ორი დღის მანძილზე ლიბანში ჰეზბოლას ასობით წევრს ჯერ პეიჯერები, დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ჰაშიმ საფი ალ-დინმა საჯაროდ დაიმუქრა, რომ შურისძიება "სისხლიანი" და "საუცხოო" იქნება.

ჰეზბოლა 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, თუმცა, თავის მხრივ, ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არც აუღია და არც უარუყვია.

ჰეზბოლას ლიდერთან, ჰასან ნასრალასთან დაახლოებულმა პირმა და მისმა ნათესავმა, საფი ალ-დინმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმები "საუცხოოდ დაისჯება".

მისი თქმით, მტერმა "უნდა იცოდეს, რომ ჩვენ [ჰეზბოლა] არ დავმარცხებულვართ, რომ ჩვენ არ გავტყდებით, უკან არ დავიხევთ და [ჩვენზე] გავლენა არ ექნება იმას, რასაც ჩვენი მტერი აკეთებს".

კომენტარები