NATO-ს მოქმედმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Frankfurt Allgemeine Zeitung-თან (FAZ) მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ალიანსს ომის დაწყებამდე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით ომის თავიდან არიდება შეეძლო.
"ახლა ომისთვის სამხედრო აღჭურვილობას ვაწვდით, ხოლო მაშინ შეგვეძლო, სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასარიდებლად მიგვეწოდებინა". - თქვა სტოლტენბერგმა გამოცემასთან საუბრისას.
სტოლტენბერგმა მიუთითა, რომ NATO ომის დაწყებამდე კიევისთვის იარაღის მიწოდებას თავს არიდებდა, რადგან რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციას ერიდებოდა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება უკრაინის პოზიციის გაძლიერებით და ამის საფუძველზე რუსეთთან მოლაპარაკებით შეიძლება.
"ამ ომის დასასრულებლად გარკვეულ ეტაპზე რუსეთთან დიალოგი კვლავ საჭირო იქნება, მაგრამ ის უნდა უკრაინის ძლიერებას დაეფუძნოს". - თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს, 1-ლი ოქტომბერს კი ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და მას ნიდერლანდების პრემიერი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს.





