რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი CУ-30 ჩამოაგდო

СУ-30
Pravda.ua

უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურმა შავი ზღვის აკვატორიაში სპეცოპერაციაა ჩაატარა, რომლის შედეგად განადგურებულია რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-30СМ გაანადგურა.

თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსითს გამოყენებით გაანადგურეს.

ავიაგამანადგურებელი რადარებიდან 11 სექტემბერს, დაახლოებით 5:00 საათზე გაქრა. რუსი სამხედროები თვითმფრინავს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და ნამსხვრევები სანაპიროდან 70 კილომეტრში აღმოაჩინეს.

ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი რუსეთის 43-ე საზღვაო საავიაციო პოლკს ეკუთვნის. პოლკის ბაზა ოკუპირებულ ყირიმშია.

მსგავსი სამხედრო თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ თვითმფრინავის განადგურების ვიდეოც გამოაქვეყნა.

კომენტარები