საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, უკრაინას დასავლელი მოკავშირეებისგან იარაღი კვლავ უნდა მიეწოდებოდეს და რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე მის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინიტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც არის მიწვეული.
"ჩვენ უნდა მოვხსნათ შეზღუდვა რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე დასავლური იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლთან შესაბამისობაში. იარაღი, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით, სრულად გამოყენებადია და შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინამ შეძლოს იმ ადგილების მიზანში ამოღება, საიდანაც რუსეთი მათ კვლავ ბომბავს. სხვა შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა". - თქვა ბორელმა.
ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინას მხოლოდ რუსეთის "ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე" სურს თავდასხმა.
"თუ საჭირო რაოდენობის რაკეტებს მოგვაწვდიან, თუ მოგცემენ დარტყმის უფლებას, ჩვენ მნიშვნელოვნად შებამცირებთ რუსეთის შესაძლებლობას დააზიანოს ჩვენი კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და ასევე, გავაუმჯობესებთ ჩვენი ძალების მდგომარეობას ბრძოლის ველზე". - დაამატა კულებამ.





