ოკუპანტებმა დილის საათებში ქალაქ სუმის საცხოვრებელ რაიონზე იერიში მიიტანეს.
ქალაქის მეთაურის, ალეკსეი დროჟდენკოს თქმით, დაშავდა ერთი ადამიანი და დაზიანებულია მანქანები და საცხოვრებელი სახლები. არსებული ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეხანძრეებმა შეძლეს დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის სწრაფად ლიკვიდირება.





