რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შმიგალი: უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით €4.2 მილიარდი მიიღო

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი

უკრაინამ ევროკავშირისგან სესხის სახით 4.2 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ისაუბრა. 

შმიგალის თქმით, უკრაინა ევროკავშირის 4 წელზე გაწერილი პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ ერთ სესხს მიიღებს, რაც სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროს მოხმარდება.

"მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ევროკავშირმა უკრაინას საბიუჯეტო დახმარებისთვის 12 მილიარდი ევრო გამოუყო. ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმების დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მდგრადობისთვის, განვითარებისა და მომავლისთვის. ევროპელი პარტნიორები ამ ძალისხმევას მხარს უჭერენ და წლის ბოლოსკენ, ჩვენ ველით დახმარების კიდევ ერთ ნაკადს" – თქვა პრემიერმინისტრმა. 

აგვისტოს დასაწყისში, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის Ukraine Facility Program-ის ფარგლებში 4.2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური ტრანში დაამტკიცა.

 

კომენტარები