გულწრფელად გითხრათ, ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, "დავგუგლე" და "გუგლში" ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, "გუგლში" ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ახლა ჩაყოლა იქ აღარ ღირდა იმიტომ, რომ შეიძლება ამოვარდნილიყო "გლობალური ომის პარტიაც" და ასეთი რაღაცებიც, შემდეგ "გუგლზე" გაბრაზდებოდნენ საქართველოში ძალიან, საიდან მოიგონაო "გუგლმა" ეს ამბებიო და დავანებე თავი. მაგრამ ფაქტია, რომ, ერთი მხრივ, "გუგლშიც" კი იძებნება ეს ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი, რაც სამწუხაროა და ისიც სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ "ქართულ ოცნებას" მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები, და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული მიღწევები მაინცდამაინც არ აქვთ დიდი, დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე რეგიონში და საქართველოს - პირიქით. ამას კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართული საზოგადოება ამ მიზეზებში, უკვე რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელია, კარგად გაერკვა.
საქართველო-აშშ
მდინარაძე ტერნერზე: დავგუგლე, იძებნება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი
tbl.ge/6vbc
დაკოპირდა

თქვა ქართულის ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკელ კონგრესმენ მაიკ ტერნერზე, რომელმაც გუშინ, 10 აგვისტოს სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად თბილისში პრესკონფერენცია გამართა.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




