უკრაინელებმა როსტოვის ოლქში მდებარე მოროზოვსკის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს.
აფეთქდა სამხედრო საწყობი. დიდი აფეთქების ამსახველი რამდენიმე ვიდეო ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის თქმით, კანენსკისა და მოროზოვსკის რაიონებში დრონების მასობრივი თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწყობები. მისივე თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა 55 უპილოტო საფრენი აპარატი.
გავრცელებული ცნობებით, კამენსკის რაიონში ცეცხლი საწვავის რეზერვუარებს გაუჩნდა.
ამას გარდა, ვრცელდება კადრები, რომლებშიც ორიოლის ოლქში დრონი მრავალსართულიან სახლს ეჯახება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვი მეშვეობით 75 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს: 36 როსტოვის ოლქში, 8 კურსკის ოლქში, 9 ბელგოროდის ოლქში, 17 ორიოლის ოლქში, 2 რიაზანის ოლქში, 1 ვორონეჟის ოლქში, 1 აზოვის ზღვის რაიონში და ერთიც კრასნოდარის მხარეში.





