რუსეთის ქალაქ ნიჟნი ტაგილში ბინაში გაზის აფეთქების შედეგად ორი სადარბაზოს ჩამონგრევას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, სამინისტროს ცნობით, მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის, 7 ბავშვის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზო სრულად ჩამოინგრა. აფეთქების ეპიცენტრი კი მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში იყო.
რუსულ მედიაში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამუშაოს შესრულებასთან ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, რომელიც არ აკმაყოფილებს მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს (238-ე მუხლი).





