რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი ერთში იმეორებს ზუსტად იმ გზავნილებს, რაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან. ძალიან ხშირად ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ გარე ძალებს სურთ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ხელისუფლების შეცვლა, რომ ოპოზიცია წარმოადგენს გარე ძალების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის. ახლა ვხედავთ, რომ ეს გზავნილები არის დაწერილი, როგორც ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, სწორედ რუსეთის შესაბამის სამსახურებში და ერთი და იგივე ავტორები ჰყავს ყველა ამ პროპაგანდისტულ გზავნილს. ეს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რეალურად არ არის საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ეს არის რეალურად რუსეთის მსახურებაში მყოფი რუსული ქვედანაყოფი.
tbl.ge/6u3x
დაკოპირდა

თქვა პარტია ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომელიც დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება და ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს.
სალომე სამადაშვილიპარტია ქართული ოცნებარუსეთის საგარეო დაზვერვარუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურირუსეთი-საქართველოსაქართველო-რუსეთიკრემლის პროპაგანდაქართული ოცნებააშშ-რუსეთი-საქართველო
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




