უნგრეთი-რუსეთი

უნგრეთი ხდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ყველასთან საუბარი შეუძლია – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი; კრემლი; 5 ივლისი 2024
Sputnik/Valeriy Sharifulin/Pool via REUTERS

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მალე ევროპაში ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარესთან საუბარი შეუძლია. ამის შესახებ ორბანმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა.

"მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენთან ერთად განვიხილო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მსურს, ვიცოდე თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი შეუძლიათ, სწრაფად მცირდება. როგორც ჩანს, მალე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა გახდება ევროპაში, რომელსაც ყველა მხარესთან შეუძლია საუბარი". - თქვა ორბანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მოხარულია მოსკოვში უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის ხილვით და პოზიციების განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

"რა თქმა უნდა, მზად ვარ, თქვენთან ერთად განვიხილო დეტალები ამ საკითხთან [უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირების] დაკავშირებით და იმედი მაქვს, შემატყობინებთ თქვენს და თქვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციას". თქვა პუტინმა.

კომენტარები