რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 5 ადამიანი

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

3 ივლისს რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროზე. დაზიანდა სავაჭრო ცენტრი. 

თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა, მინიმუმ, 47.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში ისკანდერ-К-ს ტიპის 3 რაკეტით, Х-59-ის ტიპის 4 რაკეტითა და 5 შაჰედის ტიპის დრონით მიიტანა. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 11 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო: 1 ისკანდერი, 4 X-59, 5 შაჰედი და 1 დრონი ორლან-10.

რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე წერენ ვერსიას, რომ რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო საწარმო "იუჟმაში", რომელიც სარაკეტო-კოსმოსურ ტექნიკას აწარმოებს. ამ ვერსიას წერს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიაც. რუსეთის სამხედრო უწყებაში შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები