აშშ

CNN: ტერორიზმის საფრთხის ფონზე, აშშ-მ ევროპულ ბაზებზე მაღალი მზადყოფნა გამოაცხადა

ამერიკელი სამხედროები ევროპაში
U.S. Army Europe

CNN-ი ორ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპაში რამდენიმე ბაზაზე აშშ-მ მაღალი მზადყოფნა გამოაცხადა. ამერიკის ძალების თავდაცვის მზადყოფნა მეორე დონეზეა აწეული. მიზეზად წყაროები ევროპაში აშშ-ს ძალებსა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმების საფრთეს ასახელებენ.

ოფიციალური პირების თქმით, 30 ივნისიდან ბაზებზე, მათ შორის აშშ-ს ევროპის სარდლობის გერმანიის, შტუტგარტის გარნიზონში, გამოცხადებულია ძალების თავდაცვის მდგომარეობა "ჩარლი". 

ეს სტატუსი ცხადდება მაშინ, როცა ხდება გარკვეული ინციდენტი, ან დაზვერვას მიღებული აქვს ინფორმაცია, რომის მიხედვითაც დგინდება რაიმე სახის ტერორისტული ქმედება სამხედროების ან ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

CNN-თან საუბარში ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ევროპაშია ბაზირებული, თქვა, რომ მსგავსი საფრთხის დონე ბოლო 10 წელში არ უნახავთ. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ სამხედრო უწყებამ მიიღო სანდო ცნობა, რომლის მიხედვითაც არსებობს აქტიური საფრთხე.

უცნობია, თუ რა სახის ინფორმაცია მიიღო აშშ-ს დაზვერვამ, თუმცა ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები საუბრობდნენ პოტენციურ ტერორისტულ საფრთხეებზე, რომლებიც ივლისის პარიზის ოლიმპიადისა და გერმანიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ემუქრებოდათ. 

კომენტარები