NBA

ლეგენდარული კალათბურთელი, ჯერი ვესტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ლიგის (NBA) ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული გამთამაშებელი, ჯერი ვესტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯერი ვესტმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში 14 სეზონი გაატარა და 1 ბეჭედი მოიგო, შემდეგ კი ამავე გუნდის გენერალური მენეჯერის რანგში NBA-ს ჩემპიონობა კიდევ ექვსჯერ იზეიმა. ამის შემდეგ კი ვესტი მრჩეველის როლში გოლდენ სტეიტ უორიორსსა და ლოს ანჯელეს კლიპერსში მუშაობდა. 

აღსანიშნავია, რომ ჯერი ვესტის სილუეტი NBA-მ ლიგის ცნობილი ლოგოს შექმნის დროს გამოიყენა.

კომენტარები