NBA

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა

ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. 

ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა ისტორიული რეკორდი ოკლაჰომასთან დაპირისპირების დროს, მესამე პერიოდის ბოლოს მოხსნა, როდესაც ორ ქულიანი ტყორცნით ლეგენდარულ კარიმ აბდულ-ჯაბარს (38 387 ქულა) გადაასწრო.

ლებრონმა ზემოხსენებულ მატჩში საბოლოოდ 38 ქულა დააგროვა და ამჟამად, საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 38 390 ქულაა. ამ შედეგის მისაღწევად ლებრონს 1 410 მატჩი დაჭირდა, ლეიკერსის ფორვარდი საშუალოდ 27.2 ქულას აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს სხვა უამრავ ვარსკვლავთან ერთად თავად კარიმ აბდულ-ჯაბარიც ესწრებოდა, რომელმაც ისტორიული ქულის ჩაგდებისთანავე ლებრონს სიმბოლურად ბურთი გადასცა.

ლებრონ ჯეიმსმა 2003 წლის დრაფტზე კლივლენდ კავალიერსმა პირველ ნომრად აირჩია, ამ გუნდში მან მომდევნო 7 წელი გაატარა და ფინალში გასვლა მხოლოდ ერთხელ შეძლო, 2010 წელს ლებრონი მაიამი ჰიტს შეუერთდა და მათთან ერთად ზედიზედ 4 ფინალი ითამაშა (2 გამარჯვება), 2015 წელს ჯეიმსი კლივლენდში დაბრუნდა და კვლავ ზედიზედ 4 ფინალი ითამაშა, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეძლო. 2018 წლიდან დღემდე კი ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელეს ლეიკერსში თამაშობს, 2020 წელს მან ლეიკერსთან ერთად რიგით მეოთხე საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება შეძლო.

ამ ეტაპზე NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულებიის ხუთეული ასე გამოიყურება: ლებრონ ჯეიმსი (38 390), კარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387), კარლ მელოუნი (36 928), კობი ბრაინტი (33 643) და მაიკლ ჯორდანი (32,292).

კომენტარები