NBA

ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 3 ქულა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" NBA-ს უკანასკნელ მატჩში "ფინიქს სანსი" 118:107 დაამარცხა. ქართველმა პარკეტზე 12 წუთი და 56 წამი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 3 ქულა დააკლდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "დეტროიტს" 10 მოგება და 7 მარცხი აქვს. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" მორიგ მატჩს 28 ნოემბერს "ნიუ იორკ ნიქსთან" ჩაატარებს.

კომენტარები