რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, SAMP/T-ს გადასცემს

REUTERS/Kacper Pempel/File Photo

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემას, SAMP/T-საც ითვალისწინებს.

ამის შესახებ მან Rai Radio1-ის ეთერში ისაუბრა.

ტაიანის თქმით, იტალია ახალ პაკეტში შემავალი სხვა კომპონენტების შესახებ ინფორმაციას, როგორც წინა პაკეტების შემთხვევაში, არ გაასაჯაროებს.

"თუმცა, ცნობილია, რომ გავგზავნით SAMP-T-ს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემაა, ესე იგი ის, რაც თავად უკრაინამ გვთხოვა, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს". - თქვა ტაიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებას არ რთავენ და უკრაინაში საჯარისო ერთეულებს არ გაგზავნიან. 

მანამდე, მედიაში წერდნენ, რომ ივნისის შუა რიცხვებში იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დაამტკიცებდა. 

უკრაინამ პირველი SAMP/T, იგივე MAMBA, 2023 წელს მიიღო .

კომენტარები