1 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოთხი კაცია, სამი კი ქალი. ამასთან, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ ორი ქალია მოყოლილი.
რუსულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვზე იერიში 30-31 მაისის ღამესაც მიიტანეს. ოკუპანტებმა ხუთი S-300/S-400 საზენიტო რაკეტა გაისროლეს, რამაც გაანადგურა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.





