რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელოუსოვის მტკიცებით, რუსეთმა ყირიმის ხიდზე ყველაზე მასირებული უკრაინული შეტევა მოიგერია

რუსეთის ახალი თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი
Максим Блинов / РИА Новости

ალმათაში ОДКБ-ს თავდაცვის მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. რუსეთის წარმომადგენელმა, ახლადდანიშნულმა ანდრეი ბელოუსოვმა თქვა, რომ რუსეთმა 2 დღის წინ უკრაინის მსხვილი შეტევა მოიგერია.

"პირდაპირი მნიშვნელობით გუშინწინ (ურკაინამ) ყირიმის ხიდზე ყველაზე მსხვილი იერიში მიიტანა. ხიდს 10 ერთეული ATACMS-ის სისტემის რაკეტებით უტევდნენ, ყველა განადგურებულია. შედეგად გადარჩენილია ასობით სიცოცხლე". – თქვა ОДКБ-ს თავდაცვის მინისტრების სხდომაზე ბელოუსოვმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაადანაშაულა უკრაინა იმაში, რომ "(უკრაინა) სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევებით თავის დასავლელ სპონსორებს აჩვენებს, რომ რუსეთისთვის ზიანის მიყენება შეუძლია".

ბელაუსოვის თქმით, ასეთი შეტევების ინტენსიურობა გაიზარდა შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის წინ.

უკრაინამ ATACMS-ის სისტემის რაკეტები აშშ-სგან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. 

კომენტარები