არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ცნობით, გუშინ, 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, უვადოდ განწესებული მოსამართლეები არიან:
ეკატერინე ბებია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე
სალომე გველესიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ალექსანდრე გზირიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ეკატერინე ელიაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი თუნაური - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
თეა კალანდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
თორნიკე კაპანაძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
ლიანა კაჟაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
დავით მაკარაძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
თამარ მჭედლიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
რომეო ტყეშელაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ფოლადიშვილი ლიეილა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ლევან ყოლბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ნანა შამათავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ირაკლი ჩიკაშუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
მაია ჯავახიშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
უჩა თოდუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
როგორც სასამართლოს გუშაგი წერს, 21-ვე მოსამართლის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.