იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა

ივანიშვილის წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მანუჩარ კოკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე, 2024 წლის 22 ივლისს შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ მე-5 პრეზიდენტის განკარგულება. კოკოჩაშვილი კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი იყო. 

ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, "საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით.  შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი".

"გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები