ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გაუქმდება - პარლამენტის რეგლამენტის შესახებ კანონში ცვლილება შედის. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.
ამჟამად არსებული კანონმდებლობით, პრეზიდენტს აქვს უფლება კონკურსის საფუძველზე დანიშნოს ერთი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ივანიშვილის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის ინიციატივით, კონკურსი უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატის შემთხვევაშიც. ცვლილებების წარმდგენი დავით მათიკაშვილმა გაიზიარა გორდულაძის ინიციატივა და აღნიშნა, რომ ცვლილება პროექტში მე-3 მოსმენის რედაქციაში აისახება.
რეგლამენტის შესახებ კანონში ცვლილება ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც ქართულმა ოცნებამ და მათმა სატელიტმა, ხალხის ძალამ დააინიცირეს. ამავე კანონპროექტით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. ამ მიმართულებით, ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის.
NGO-ების ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორებიცაა, მაგალითად: საპროკურორო საბჭოს წევრების; საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების; ცესკოს თავმჯდომარისა და წევრებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.