აშშ-საქართველო

გენერალი ბრაუნი: შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსულ გავლენას საქართველოში

Air and Space Forces

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოზე მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. ბრაუნმა თქვა, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსული გავლენებით და აკვირდებიან სიტუაციას

ჟურნალისტმა გენერალ ბრაუნს კითხვა დაუსვა, შეეძლო თუ არა NATO-ს რამე გაეკეთებინა რუსული გავლენების შესაჩერებლად და როგორ გავლენას მოახდენდა ეს პროცესები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე. 

"მე წინა კვირას NATO-ს კოლეგებს შევხვდი, და ჩვენ მიდმივად ვსაუბრობთ, თუ როგორ ვიმუშავოთ ერთად, რომ დავიცვათ NATO-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტი და საერთო უსაფრთხოების სიტუაცია ევროპაში" - თქვა გენერალმა ბრაუნმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ის, როგორც გენერალი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არაა, თუმცა მას ამოსავალ წერტილად მიაჩნია პარტნიორი ქვეყნების და მათი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

კომენტარები