რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში, ბაშკირეთში გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე დრონით იერიში მიიტანეს

კადრი გავრცელებული ვიდეოდან  
BAZA

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში დრონით მიიტანეს. სამიზნე გაზპრომის კუთვნილებაში მყოფი სალავატნეფტეორგსინთეზის ობიექტი იყო.

ინფორმაცია და შემთხვევის დამადასტურებელი ვიდეომასალა თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა, შემდეგ კი ბაშკირეთის მეთაურმა, რადიი ხაბიროვმაც დაადასტურა.

ხაბიროვის თქმით, მოსკოვის დროით 11 საათზე უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ქალაქი სალავათის ეკონომიკურ ზონას, რის შედეგადაც მოხდა დაკვამლიანება. მისი მტკიცებით, დაწესებულება გეგმიურ მუშაობას აგრძელებს. 

თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანდა ხანძარიც. 

ხაბიროვის თქმით, შემთხვევის ადგილზე გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის თანამშრომლები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. მისი მტკიცებით, ეს არის 9 მაისი აღნიშვნისჩაშლის მცდელობა.

ტელეგრამ-არხი BAZA-ს წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბაშკირეთი უკრაინის საზღვრიდან და ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული.

კომენტარები