რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 13 დრონიდან 12 ჩამოვაგდეთ

Sergei Supinsky/AFP/Getty Images

6 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გაშვებული 13 დრონიდან განადგურებულია 12.

უწყების ინფორმაციით ყველა დრონი სუმის ოლქის მიმართულებით იყო გაშვებული. უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთიდან, კერძოდ კურსკის ოლქიდან იყო გაშვებული.

შეტევის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა წყლისა და ელექტრომომარაგების სისტემები.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები