რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაშავებულია რუსეთის შსს-ს თანამშრომელი

24 მარტის იერიშის შედეგები ბელგოროდის ოლქში

რუსული დამოუკიდებელი მედია Astra-ს ინფორმაციით, 27 მარტს, ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაშავდა შსს-ს ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომელი ინა ჩვიროვა. 

ჩვიროვამ დრონის იერიშის შედეგად თავის ტვინის დაზიანება მიიღო, ასევე მისი სხეულიდან ამოიღეს დრონის ნამსხვრევები.

დაშავებული შსს-ს თანამშრომელი ადგილობრივ სტრუქტურაში ფინანსური მომარაგების ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებს. 

შედარებით მცირე დაზიანებები მიიღო შსს-ს ვიცეპოლკოვნიკმა რომან მარადურამ.

ოფიციალური რუსეთი დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს.

კომენტარები