რუსეთი

ФСБ: დავაკავეთ РДК-ს წევრები, რომლებიც ფრონტზე მოწამლული საკვების გაგზავნას გეგმავდნენ

Ria Novosty

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის(ФСБ) თანამშრომლებმა სანქტ-პეტერბურგის ოთხი მაცხოვრებელი დააკავეს. უწყების მტკიცებით ისინი უკრაინის მხარეს მებრძოლი სამხედრო დაჯგუფების, რუსული მოხალისეთა კორპუსის(РДК) წევრები არიან.

ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, დაკავებულები "პეტერბურგში ტერაქტებს გეგმავდნენ" და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისთვის მძიმე ქიმიკატებით მოწამლული ჰუმანიტარული დახმარების" გაგზავნას აპირებდნენ.

უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულების წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით საქმე აღძრა. სტატია 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბოლო დღეებში РДК და სხვა პროუკრაინული რუსული მილიტარისტული დაჯგუფებები უკრაინა-რუსეთის საზღვარზე საბრძოლო-დივერსიულ ოპერაციებს ატარებენ.

კომენტარები