გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ.
Deutsche Bahn-ის მატარებლების მემანქანეებმა გაფიცვა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყეს და 35 საათის განმავლობაში გაგრძელდება. გაფიცვის უკან მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი GDL დგას.
ფრანკფურტისა და ჰამბურგის აეროპორტებში დაცვის სამსახურის გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. აეროპორტების ასოციაცია ADV-ს ცნობით, გაფიცვა გავლენას მოახდენს 250 000-ზე მეტი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე.
მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.