გაფიცვები გერმანიაში

გერმანიის ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ა.

გერმანიის დიდი ქალაქების ძირითად ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა თითქმის მთლიანადაა პარალიზებული. გაფიცვა გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 14-ში მიმდინარეობს.

პროფკავშირების მოთხოვნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. კერძოდ, სამუშაო საათების შემცირება, ხელფასის შენარჩუნების პირობით. ამავდროულად, მოთხოვნებს შორის არის შვებულების დღეების რაოდენობის გაზრდა.

გერმანიის ქალაქებში დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები არიან გაფიცული. ასევე, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია კლიმატის დამცველთა საყოველთაო აქციები.

კომენტარები