ჰარი პოტერი

VARIETY: HBO-მ "ჰარი პოტერის" სერიალზე მუშაობა დაიწყო

scoopwhoop

გამოცემა Variety-ის ინფორმაციით, HBO Max-მა ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობა დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, სერიალზე მუშაობა ადრეულ სტადიაშია და ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაზე იქნება სერიალი ან რა სიუჟეტები იქნება ადაპტირებული ჰარი პოტერის სამყაროსთან დაკავშირებული ისტორიებიდან. 

Warner Bros.-სა და HBO Max-ს ჰარი პოტერის სერიალთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა, როგორც გამოცემა Variety წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, პროექტი დაგეგმვის ადრეულ სტადიაშია.

ჰარი პოტერის წიგნების სერია ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგაა. მსოფლიოს მასშტაბით როულინგის შვიდი წიგნის 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნების მიხედვით გადაიღეს 8 ფილმი, რომელთა საერთო შემოსავალი თითქმის 8 მილიარდი დოლარია. გარდა ამისა, გამოსულია ორი ფილმი ფანტასტიკურ ცხოველების ფილმების სერიიდან, რომლებიც ასევე ჯოან როულინგის წიგნებზეა დაფუძნებული.

კომენტარები