რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: უკრაინელები თავიანთი სიმამაცით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ

საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საკმარისი იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რადგან იციან, რისთვისაც იბრძვიან. 

"ამ დღეს, 2022 წელს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.

ომი გრძელდება. ინგრევა სახლები. იშლება ოჯახები. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მუდმივ საფრთხეში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ. ჩვენ ბოროტების დამარცხებამდე ვიბრძვით.

საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რადგან ვიცით ის, თუ რისთვის ვიბრძვით. იმის გამო, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სამყარო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ადგილი იყოს.

ჩვენ იარაღით, დახმარებითა და მოქმედებების ადვოკატირებით უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და იგი უსაფრთხო მომავალთან გვაახლოებს. მხარი დაუჭირეთ უკრაინას". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები