რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა ხელი მოაწერა "ჯარზე ფეიკების გავრცელებისთვის" ქონების ჩამორთმევის კანონს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჯარზე ცრუ ინფორმაციის, ანუ "ფეიკების" გავრცელებისთვის ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

პირებს, ვისაც ბრალად დაედებათ რუსეთის არმიის "დისკრედიტაცია ან საჯარო დამცირება", დაემუქრებათ ფულის ან ქონების კონფისკაცია, ამას გარდა, იმ აქტივების ჩამორთმევა, რომელიც "ფეიკების" გავრცელებით მოიპოვეს.

ჯარზე "ფეიკების" გავრცელების მუხლს ხშირად უსჯიან პირებს, რომლებიც გამოდიან ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით, ან მათ, ვინც ფრონტზე არსებულ სირთულეებზე საუბრობენ.

კომენტარები