ქართული ოცნება

კობახიძე: თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად შეარყევ ქვეყნის სიძლიერესაც

თუ ზოგადად, ქვეყნის სიძლიერის შერყევა გინდა, მის ძირითად ინსტიტუტებს თავს უნდა დაესხა - ეს არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები. მთელი ამ დროის განმავლობაში, ეს ადამიანები, მათ შორის, საქართველოს შიგნით რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებს. პირველ რიგში, პოლიციას და სხვა ძალოვან უწყებებს. ეს ერთი. და მეორე მიმართულება არის ეკლესია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია [...] და თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად შეარყევ ქვეყნის სიძლიერესაც. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრის დროს.

კომენტარები