რუსეთი

რუსეთში ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი შექმნეს

TACC

რუსეთში იუსტიციის სამინისტრომ შექმნა ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი. უწყებამ უკვე დაარეგისტრირა ოთხი უკრაინული ორგანიზაცია, ასევე ლოზუნგები: "დიდება უკრაინას" და "დიდება გმირებს".

სიას ოფიციალურად ჰქვია "ორგანიზაციების სია, რომლებიც ნახსენებია 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების მუდმივობის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მესამე და მეთხე ნაწილებში". სია ასევე მოიცავს ამ ორგანიზაციებს ატრიბუტებსა და სიმბოლოებს. 

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე იგეგმება სიაში იმ სტრუქტურების შეტანა, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნიურნბერგის ტრიბუნალის მსჯავრდებულებთან ან უარყოფენ მის დასკვნებს. 

ამავე ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდა უკრაინის სახალხო რევოლუციური არმია, უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია. რეესტრში ასევე მოცემულია ამ ორგანიზაციების ატრიბუტები და ლოზუნგები. მათ შორისაა შავი ტოლგვერდა სამკუთხედის სახით წარმოდგენილი ემბლემა და ოქროს სამკუთხედის ემბლემა, რომლის შუა ელემენტი ორლესული მახვილის ფორმისაა.

უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია ადრე რუსეთში "ექსტრემისტებად" იყო აღიარებული, ხოლო მათი საქმიანობა - აკრძალული.  

კომენტარები