რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბა, არიან დაღუპულები

TELEGRAM / Yurii Malashko

8 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა. უკრაინული მედია კრივოი როგში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, ხმელნიცკში და ხარკოვის ოლქში აფეთქებების შესახებ წერს.

დილის 7:00 საათზე დაიბომბა ხარკოვის ოლქი. შედეგად დაშავებულია ერთი ქალი, განადგურებულია რამდენიმე სამრეწველო ობიექტი. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს, დაშავდა 2 კაცი, ერთ ქალს ნანგრევებში ეძებენ.

ზაპოროჟიეში 5 აფეთქება გაისმა. სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ცნობით რამდენიმე ჭურვი საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, არის 2 დაშავებული.

კრივოი როგში იერიშის შედეგად განადგურებულია სავაჭრო ცენტრი. რამდენიმე ჭურვი აფეთქდა დასახლებულ პუნქტში, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 25 ადამიანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.

კომენტარები