ქართული ოცნება

"ქართულმა ოცნებამ" პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

ქართულმა ოცნებამ პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა.

პარტიის მიერ წესდებაში შეტანილი ცვლილებებით, პარტიის თავმჯდომარის გარდა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა:

  • ირაკლი ღარიბაშვილი,
  • კახა კალაძე,
  • შალვა პაპუაშვილი,
  • მამუკა მდინარაძე,
  • თეა წულუკიანი,
  • გიორგი ვოლსკი,
  • ვახტანგ გომელაური,
  • თორნიკე რიჟვაძე,
  • არჩილ თალაკვაძე,
  • ირაკლი ჩიქოვანი,
  • ანრი ოხანაშვილი,
  • ნიკოლოზ სამხარაძე,
  • დიმიტრი სამხარაძე,
  • მარიამ ქვრივიშვილი,
  • მაკა ბოჭორიშვილი.

30 დეკემბერს ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა. მოგვიანებით, იმავე დღეს ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ ახლად შემოღებულ თანამდებობაზე სწორედ ივანიშვილი აირჩია. 

როგორც ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების" გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას". - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები