მიწისძვრა ვენესუელაში

ვენესუელაში ზედიზედ 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

Juan Barreto/AFP/Getty Images

ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრებმა ქვეყნის მასშტაბით ნგრევაც გამოიწვია, მათ შორის, დედაქალაქ კარაკასშიც. 

მოქმედმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, დიდი ალბათობით, გაიზრდება იმ ფონზე, როცა სამაშველო სამსახურები 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დანგრეულ შენობებში ხალხის სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართულნი.

როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა. მისი თქმით, კარაკასიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში ათეულობით შენობა დაინგრა და ახლა ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვენესუელაში გადაღებული კადრებიც:

კომენტარები