ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს.
ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილი: ჩემი მთავარი მიზანი ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა
tbl.ge/6niq
დაკოპირდა

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე, სადაც იგი პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




