კინოცენტრი

ჯადოსნური მთის რეჟისორი წულუკიანზე: მისი განაცხადი და ტონი ცალსახად მუქარაა

Baltic Sea Forum for Documentaries

დოკუმენტური ფილმის, ჯადოსნური მთის რეჟისორი, მარიამ ჭაჭია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. რეჟისორი ამბობს, რომ ის, რაც წულუკიანმა თქვა, მუქარაა.

"ცალსახად, მინისტრს დოკუმენტური ფილმის პრინციპები არ ესმის. შეუძლებელია, რომ დოკუმენტური ფილმის სცენარი განსაზღვრო. მით უმეტეს, ამ ფილმში სცენარი არანაირად არ შეცვლილა. ჩვენ წლების განმავლობაში ვიღებდით ამ ლოკაციას, რომელიც აბასთუმანში, ტუბდისპანსერი იყო. შემდგომში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ლოკაციაზე უბრალოდ მოვიდა და ის დაანგრია [...] მისი [თეა წულუკიანი] განაცხადი და ტონი ცალსახად მუქარაა [...] მე მგონი, ეს პირდაპირ მიმართულია იმ ახალგაზრდა რეჟისორებისადმი, რომლებიც მოღვაწეობას ახლა იწყებენ [...] რომ ისინი კარგად დაფიქრდნენ, ნამუშევრებს რაზე გააკეთებენ და უფლება ექნებათ თუ არა, რომ გარკვეულ კრიტიკულ საკითხებზე ფილმები გადაიღონ". - თქვა მარიამ ჭაჭიამ TV პირველთან საუბარში.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ მარიამ ჭაჭიამ ფილმ ჯადოსნური მთით ხელშეკრულება დაარღვია და იმ სცენარიდან გადაუხვია, რის გამოც მან ფილმის გადასაღებად კინოცენტრისგან დაფინანსება მიიღო.

"ხელშეკრულებას რეჟისორმა ხელი მოაწერა და დაიწყო ფილმის გადაღება და იმ კონკრეტული სცენარის მიხედვით ჩააბარა კიდეც დაუსრულებელი, მაგრამ პროდუქტი. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის აღორძინებას იწყებს, ის უკვე შემოჰყავს თავის ფილმში ძალიან პათეტიკური და არც თუ ისე გემოვნებიანი ფორმით [...] ვიღებთ ძალიან საცოდავ შედეგს, როდესაც ქალი რეჟისორი საკუთარი თავის გაყიდვას იაფფასიანი მეთოდებით ცდილობს". - თქვა წულუკიანმა TV იმედის ეთერში.

კომენტარები