რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა უკრაინის დახმარების განსახილველად ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, 2023 წლის 21 სექტემბერს 
AP Photo/Evan Vucci

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის რუსეთთან ომის განსახილველად და უკრაინისთვის ამერიკის დახმარების "გადამწყვეტ მნიშვნელობაზე" სასაუბროდ თეთრ სახლში მიიწვია.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები უკრაინის "მყისიერ საჭიროებებზე" ისაუბრებენ.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა შეხვედრის შესახებ Telegram-ზე დაწერა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი რიგ შეხვედრებს გამართავს.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი ამერიკაში ჯერჯერობით გადაუწყვეტელია. პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა, თუმცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო, რის გამოც კონგრესში მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხში რჩება.

კომენტარები