რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა - ინფრასტრუქტურის მინისტრი

კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამუშაოების დათვალიერებისას ისაუბრა. 

„კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გავქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება“, - თქვა მინისტრმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.

კომენტარები